მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2024-03-29
1:16 AM
The Best Site
სექციის კატეგორიები
ფილმები [21]
თამაშები [43]
პროგრამები [1]
მუსიკები [2]
კლიპები [2]
ვიდეო გაკვეთილები [0]
ონლაინ ფილმები [0]
ონლაინ ანიმაციები [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
კალათა

მთავარი » 2011 » ივლისი » 3 » მუმიები
1:59 PM
მუმიები

ცნობილია , რომ მუმიფიცირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში . წინათ ანსხვავებდნენ "ბუნებრივსა” და "ნელოვნურ” მუმიფიცირებას . ბუნებრივად მიიჩნევდნენ იმ მუმიებს , რომლებიც შეინახნენ არა ადამიანის ოსტატობის ძალით , არამედ შემთხვევით , ამა თუ იმ გარემოებათა წყალობით . ასეთებია , მაგალითად , პალერმოს კაპუცინთა მონასტერში , გრან სენ – ბერნარის მონასტერში , ბრემენის ეკლესიის ტყვიის სარდაფსა და კვედლინბურგის სასახლეში ნაპოვნი მუმიები . ასევე ასხვავებენ მათ ახლაც , თუმცა ზოგიერთი შენიშვნით .
საქმე ისაა, რომ მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა, განსაკუთრებით კი ელიოტ სმიტის გამოკვლევებმა და ტუტანჰამონის მუმიის ანალიზმა ,რომელიც დუგლას დერიმ ჩაატარა , აჩვენეს , რომ კარგად შენახვით მუმიები ძველ ეგვიპთელთა ხელოვნებაზე მეტად ნილოსის მშრალ ჰავას , ჰაერსა და ქვიშის სისუფთავეს უნდა უმადლოდნენ . აღმოჩენილი იქნა მრავალი საუკეთესოდ შენახული მუმია , დასაფლავებული არა სარკოფაგებში , არამედ პირდაპირ ქვიშაში , თანაც მათ შიგნეულობაც კი არ ჰქონდათ ამოღებული . ეს მუმიები ოდნავადაც არ გამოიყურებოდნენ დაბალზამებულ მუმიებზე უარესად .
ჰეროდოტე ლაპარაკობს მუმიფიცირების სამ წესზე :
პირველი მათგანი სამჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა , ვიდრე მეორე , მესამე კი კიდევ უფრო იაფი იყო . იგი ხელმისაწვდომი იყო ყველა მოხელისათვის . უბრალო ადამიანისათვის კი ისიც ძვირი იყო .
მუმიფიცირება ჩვეულებრივ შემდეგნაირად ხდებოდა : ჯერ ტვინი გამოჰქონდათ ცხვირიდან ლითონის კავების საშუალებით , შემდეგ ქვის დანით ჭრიდნენ მუცელს და იღებდნენ შიგნეულობას , რომელსაც დებდნენ სპეციალურ ჭურჭელში "კანოპაში” . იღებდნენ აგრეთვე გულსაც და მის ადგილას დებდნენ ქვის სკარაბეს . შემდეგ მიცვალებულს ძალიან გულმოდგინედ ბანდნენ და ტვეზე მეტი ხნით დებდნენ მარილის ხსნარში . ამის შემდეგ აშრობდნენ 70 დღის განმავლობაში .
მიცვალებულს აწვენდნენ პირაღმა , ხელებს უკრეფდნენ მკერდზე ან მუცელზე , ხანდახან კი სხეულის გასწვრივ გაჭიმულად უტოვებდნენ . მამაკაცეს თმებს მოკლედ უკრეჭავდნენ , ქალებს კი ხშირად ხელუხლებლად უტოვებდნენ . სიცარიელეს ავსებდნენ თიხით , ქვიშით , ნახერხით , მატყლით , ამას ყველაფერს უმატებდნენ აგრეთვე სხვადასხვა სურნელოვან ფისსა და რატომღაც ხახვს . ამის შემდეგ იწყებოდა მუმიისათვის სახვევების შემოხვევის ხანგძლივი პროცესი .
დროთა განმავლობაში ეს სახვევბი ისე იჟღინთებოდა ფისით , რომ მეცნიერები იშვიათად თუ ახერხებნენ მათ დაუზიანებლად გახსნას .
მიცვალებულს დებდნენ ხის კუბოში , ან ქვის სარკოფაგში , რომელსაც უმთავრესად ადამიანის სხეულის ფორმას აძლევდნენ . ჩვეულებრივ , კეთდებოდა ერთმანეთში ჩასადგამი რამდენიმე ხის კუბო , ხანდახან ასეთი კუბო ქვის სარკოფაგშიც იდგმებოდა .

მიმაგრება:
კატეგორია: ფილმები | ნანახია: 990 | დაამატა: achiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Vak1

კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
alL.taMasH1.gE

საიტის მეგობრები

 Copyright MyCorp © 2024